TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / PepsiCo GO სტაჟირება მიწოდების ჯაჭვის მიმართულებით

PepsiCo GO სტაჟირება მიწოდების ჯაჭვის მიმართულებით

pepsico Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 06, 2026

Job description

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟიორი მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად! მოკლე აღწერა: მიწოდების ჯაჭვის ფუნქციის ამოცანაა უზრუნველყოს პროდუქციის დროული მიწოდება დანიშნულების ადგილამდე. ამ ფუნქციაში ისწავლი მიზნობრივი მაჩვენებლების სისტემების სტანდარტიზაციას, მიწოდების ჯაჭვის განვითარებას და კლიენტთა მომსახურების გაუმჯობესებას. რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე: ** მოთხოვნის გამოსათვლელად ციფრული ინსტრუმენტების დანერგვა. ** იმ ამოცანების ანალიზი და ავტომატიზაცია, რომლებიც შრომით დანახარჯებს შეამცირებს. ** მზა პროდუქციისთვის მასალების მიწოდების დაგეგმვის პროგრამის შემუშავებისთვის ანალიტიკისა და რეკომენდაციების მომზადება. ** კროს-ფუნქციონალურ პროექტებში აქტიური მონაწილეობა. პროგრამის დასრულების შემდეგ: ** მიიღებ პროექტების მართვის გამოცდილებას და განივითარებ კომუნიკაციის უნარებს. ** შეიძენ სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების სიღრმისეული ანალიზის უნარებს. ** ისწავლი ეფექტური პრეზენტაციების შექმნას და დაეუფლები ეფექტურად წარდგენის უნარებს. ვის ვეძებთ: ** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ეკონომიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ლოგისტიკის ან ოპერაციების მართვის მიმართულებით; ** დიდი მონაცემების დამუშავების უნარი, MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა და ძლიერი ანალიტიკური უნარები; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები; ** ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური B2+ დონეზე; ** 2026 წლის სექტემბრიდან სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა. რას გთავაზობთ: ** პეპსიკოს გუნდის მხარდაჭერა; ** ღირსეული ანაზღაურება - 1600 ლარი ; ** სიღრმისეული ფუნქციონალური განვითარება საწარმოს ტექნიკური მომსახურების მიმართულებით; ** წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარება; ** საინტერესო დავალებები და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა. დაინტერესდი? გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევა წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.