TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

platform-holding-georgia Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

შპს " პლატფორმა ჰოლდინგ ჯორჯია " აცხადებს ვაკანსიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ბათუმი , თბილისი ძირითადი მოვალეობები: ** პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასთან; ** მონაცემთა დაცვის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და რეგულაციების შემუშავება და დანერგვა; ** თანამშრომლების კონსულტირება და ტრენინგების ჩატარება მონაცემთა დაცვის საკითხებზე; ** მონაცემთა უსაფრთხოების რისკების შეფასება და რეკომენდაციების გაცემა; ** ინციდენტების მართვა, რეაგირება და ანგარიშგება ზედამხედველ ორგანოსთან საჭიროების შემთხვევაში; ** მონაცემთა დაცვის აუდიტის ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** კომუნიკაცია მონაცემთა დაცვის სამსახურთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (იურიდიული, კიბერუსაფრთხოების, IT ან სხვა შესაბამისი მიმართულებით); ** პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინ. 1 წელი); ** საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" და GDPR-ის ცოდნა; ** პოლიტიკებისა და რეგულაციების შედგენის გამოცდილება; ** კომუნიკაციისა და ტრენინგების ჩატარების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. რას ვთავაზობთ: ** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო; ** კონკურენტული ანაზღაურება; ** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (თუ ეს შესაძლებელია). თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ შპს "პლატფორმა ჰოლდინგ ჯორჯიას" პროფესიონალთა გუნდს, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელ. ფოსტის მისამართზე [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!