TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფილიალების ქსელის მენეჯერი

ფილიალების ქსელის მენეჯერი

Be Mobile Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Aug 14, 2026

Job description

კომპანია "ბი მობაილი" (Be Mobile) , რომელიც 2017 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და წარმოადგენს სმარტფონების, კომპიუტერებისა და ავტომობილების პრემიუმ აქსესუარების ქსელს (7 ფილიალი თბილისსა და ბათუმში), აცხადებს ვაკანსიას თბილისის ფილიალების ქსელის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, ლიდერული თვისებების მქონე პროფესიონალს, რომელიც გადაიბარებს თბილისის 5 ობიექტის საოპერაციო მართვას და უზრუნველყოფს ბრენდის უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებას. ძირითადი მოვალეობები: ** თბილისის ფილიალების ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მართვა და კონტროლი (კვირაში 1 დღის გატარება თითოეულ ფილიალში); ** გუნდის წევრების დისციპლინის, სამუშაო საათებისა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი; ** კონსულტანტებისთვის სატელეფონო მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში; ** კონსულტანტებისთვის ყოველთვიური სამუშაო გრაფიკების შედგენა; ** ობიექტებზე ვიზუალური სტანდარტების, სისუფთავისა და პროდუქციის სწორი განლაგების კონტროლი; ** ERP სისტემის მეშვეობით ფილიალებში პროდუქციის ნაშთების კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში, ახალი კადრების შერჩევა (გასაუბრების ჩატარება) და მათი პროფესიული გადამზადება/ადაპტაცია; ყ** ოველკვირეული რეპორტინგი კომპანიის დამფუძნებლებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საცალო ვაჭრობის სფეროში (Retail) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასურველია ტექნიკისა და აქსესუარების მიმართულებით); ** გუნდის მართვის, მოტივირებისა და კონტროლის უნარი; ** სააღრიცხვო/ERP პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია, B კატეგორიის მართვის მოწმობა (საკუთარი ავტომობილის არსებობა ჩაითვლება უპირატესობად); ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და კრიზისული სიტუაციების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ: ** სრულ საოპერაციო დამოუკიდებლობას და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას; ** ფიქსირებულ ანაზღაურებას - 2000 ლ ** საკუთარი ავტომობილის შემთხვევაში — საწვავის ხარჯების ანაზღაურებას; ** პროფესიულ ზრდას სტაბილურ და განვითარებად კომპანიაში. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ "ქსელის მენეჯერი - თბილისი".