TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფილიალების საოპერაციო მენეჯერი

ფილიალების საოპერაციო მენეჯერი

assorti Georgia ქართული
Posted Jul 28, 2026 6 days ago apply by Aug 28, 2026

Job description

კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა. თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ. კომპანია " ასორტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალების საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12. სამუშაო განაკვეთი: სრული. ძირითადი ფუნქციები: ** ფილიალებში სისტემატიური ვიზიტების განხორციელება, შესაბამისი ჩექ-ლისტ (ებ)ის შევსება; ** დაქვემდებარებული კადრების მართვა, მათ განვითარებაზე ზრუნვა; ** ფილიალებში სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქციის შეკვეთების განხორციელების დროულობის, სისწორის და მარაგების მართვის ზედამხედველობა; ** ფილიალებსა და კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ** ფილიალებში არსებული/წარმოქმნილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მართვა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების დანიშვნის, განთავისუფლების, დაწინაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; ** გაყიდვების მენეჯერის ან/და ფილიალის მენეჯერის / რეგიონის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point), Fina). პიროვნული მახასიათებლები: ** გუნდის მართვის და ლიდერობის უნარი; ** სტრატეგიული აზროვნების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** განვითარებაზე ორიენტირებულობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , წერილის თემის გრაფაში მიუთითთ ვაკანსიის დასახელება - ფილიალების საოპერაციო მენეჯერი. გისურვებთ წარმატებას!