TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფილიალის მენეჯერი

ფილიალის მენეჯერი

august-bakery Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 1 day ago apply by Aug 16, 2026

Job description

" აუგუსტის " ისტორია იწყება 2019 წელს, როდესაც ბულანჟერიის შექმნის იდეა დაგვებადა და გადავწყვიტეთ საქართველოში ევროპული პურ-ფუნთუშეულობის კულტურა დაგვემკვიდრებინა და გაგვეზიარებინა იქაური ემოციები ქართველი მოსახლეობისთვის. თბილისის მასშტაბით "აუგუსტის" 7 ფილიალია, რომელთათვისაც ჩვენს საწარმოში ყოველდღიურად, 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მზადდება პურ-ფუნთუშეულობა და სხვა სახის მრავალფეროვანი პროდუქცია. კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია http://august.ge/ გამოგვყევი და თვალი ადევნე ჩვენს სიახლეებს https://www.facebook.com/Augustbakery.ge?mibextid=PtKPJ9 თუ გიყვარს შენი საქმე და გინდა საკუთარ შესაძლებლობებს ფრთები შეასხა შემოუერთდი ჩვენს გუნდს! კომპანია "აუგუსტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე მოვალეობები: ** მომხმარებელთან ურთიერთობა ** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა ** პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი ** მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ** დაქვემდებარებული ცვლის პერსონალის მართვა (რომელიც შეადგენს 4-5 ადამიანს) ** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება ** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით მოთხოვნები: ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** აუცილებელია კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება სასურველი უნარები: ** კომუნიკაბელურობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა სამუშაო საათები: ** 8-დან 4-მდე ** დასვენება: კვირაში 2 დღე ანაზღაურება: ** საათში 8 ₾ ** საშუალოდ თვიურად 1300 ₾ ** + ბონუსი ჩვენ გთავაზობთ: ** მოხერხებულ გრაფიკს ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ** ანაზღაურებად სტაჟირებას ** კვებაზე -30% ფასდაკლება + უფასო კვება ** სამოტივაციო წახალისებებს შერჩევის ეტაპები: ** პირველადი გასაუბრება ** მეორე ეტაპის გასაუბრება გენერალურ დირექტორთან ერთად ** სარეკომენდაციო წერილის წარდგენა გაცნობებთ, რომ "შპს აუგუსტ რითეილი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599003887