ფილიალის მენეჯერი-ადმინისტრატორი
Job description
მელანჟი აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერი-ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში ! გახდით ჩვენი მეგობრული გუნდის წევრი! სამუშაო გრაფიკი : 11:00-დან 21:00-მდე (ცვლებში 2/2-ზე) ხელფასი თვეში (15 დღე) : 1000 ლარიდან. საბოლოო ანაზღაურება დამოკიდებულია ნამუშევარი დღეების რაოდენობასა და სამუშაო შედეგებზე. შერჩეული კანდიდატი გაივლის: სამუშაო ტრენინგს — სალონის მართვის პროგრამის, მომსახურების სტანდარტებისა და სამუშაო პროცესების შესასწავლად; ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიოდს. მოთხოვნები: ეფექტიანი მომსახურების ძირითადი პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა; ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე — ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; კომპიუტერთან მუშაობის უნარი სალონის მართვის პროგრამაში სამუშაოდ; პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და სამუშაოს მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება; პროფესიული ეთიკის ცოდნა. გთხოვთ, CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected] თემის ველში მიუთითეთ: ადმინისტრატორი | ბათუმი კომპანიის მხრიდან თქვენი კანდიდატურით დაინტერესების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით გასაუბრების დასანიშნად.