ფილიალის მენეჯერი
Job description
გუნდის გაფართოებასთან ერთად, ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ ფილიალის მენეჯერს, რომელიც იზრუნებს ფილიალის გამართულ ოპერირებაზე, გუნდის ეფექტურ მართვასა და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე. " Vortex Fitness " არის თანამედროვე და მრავალფუნქციური ფიტნეს სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ გარემოს ვარჯიშის და ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის. დარბაზი აღჭურვილია პროფესიონალური ინვენტარით და აერთიანებს როგორც ინდივიდუალურ, ისე მრავალფეროვან ჯგუფურ ვარჯიშებს. ძირითადი მოვალეობები: ** ფილიალის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების ეფექტურად მართვა; ** გუნდის ხელმძღვანელობა, მოტივირება და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა; ** მომხმარებლის მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა; ** ფილიალის გაყიდვების, საოპერაციო და ფინანსური მაჩვენებლის კონტროლი; ** პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტა; ** კომპანიის შიდა სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა; ** მჭიდრო თანამშრომლობა ცენტრალურ ოფისთან და სხვა დეპარტამენტებთან; ** დასახული KPI-ებისა და ბიზნეს მიზნების შესრულება რას ველოდებით კანდიდატისგან: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით;) ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** გაყიდვების პროცესებთან მუშაობის გამოცდილება; ** გუნდის მართვის გამოცდილება; ** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა; ** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა რას გთავაზობთ: ** ფიტნეს სივრცით სარგებლობის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას სამუშაო გრაფიკი: ** სრული განაკვეთი (დინამიკური გრაფიკი, წინასწარ შეთანხმებული ცვლების შესაბამისად) ** სამუშაო ადგილი ** Vortex Fitness საბურთალოს ფილიალი. თუ მზად ხარ ახალი პროფესიული გამოწვევებისთვის და გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, შეავსე განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე: ფორმა თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის განხილვის მიზნით. ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების დამუშავებას შერჩევის პროცესის ფარგლებში. გისურვებთ წარმატებას!