ფილიალის მენეჯერი
Job description
" Craft Food ჰოლდინგი " აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ბათუმში . "Craft Food" - სწრაფი კვების ობიექტი, 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მოიცავს 8 ფილიალს საქართველოს მასშტაბით და პაბ-რესტორანს. "Craft Food" მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე. ** სამუშაო განაკვეთი: პირველი სმენა - 10:00-19:00 სთ, მეორე სმენა - 18:00-03:00 სთ. ** ანაზღაურება: 2000-2500₾ (გამოცდილების შესაბამისად). ** ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქუჩა N2ა. ძირითადი მოვალეობები: ** ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი. ** მომსახურებისა და ხარისხის კონტროლი. ** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა. ** მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან და მიღებული შეფასებების განხილვა გუნდის წევრებთან. ** სანიტარულ, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვის მონიტორინგი. ** პროდუქციისა და მარაგების მონიტორინგი, შეკვეთების გაკეთება/მიღება, სალაროს სიზუსტის უზრუნველყოფა. ** Self-Hr-ის პროგრამაში, გუნდის წევრების გრაფიკების შედგენა (შვებულება, მივლინება, საავადმყოფო ფურცელი) პროგრამაში ასახვა. ** დაქვემდებარებულების მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა. ** სხვადასხვა სახის რეპორტების წარმოება, კომპეტენციის ფარგლებში. მოთხოვნები: ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია ** კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი ** სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი ** საოფისე პროგრამების (Excel, Word, PPT) მაღალ დონეზე ფლობა პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** პუნქტუალურობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] "subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ფილიალის მენეჯერი-ბათუმი".