TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფინანსური ანალიტიკოსი

ფინანსური ანალიტიკოსი

Domino`s Pizza Georgia Hybrid ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

პოზიციის მიზანი: ვეძებთ გამოცდილ ფინანსურ ანალიტიკოსს , რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსური შედეგების ანალიზს, ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, ფინანსური რისკების შეფასებასა და მენეჯმენტისთვის მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადებას. პოზიცია აქტიურად იქნება ჩართული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული ანაზღაურება: რეზიუმეს გამოგზავნისას გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი ანაზღაურების რეინჯი. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ფინანსური შედეგების ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიზი; ** ფინანსური, საოპერაციო და კომერციული მონაცემების დამუშავება და ინტერპრეტაცია; ** მომგებიანობის (Profitability), ხარჯების, მარჟებისა და ეფექტიანობის ანალიზი; ** ბიზნესში არსებული შესაძლებლობების (Opportunities) აღმოჩენა და მათი ფინანსური შეფასება; ** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული რეკომენდაციების მომზადება; ** ბიუჯეტის, პროგნოზების (Forecast) და ფაქტობრივი შედეგების (Actual vs Budget) შედარებითი ანალიზი; ** KPI-ების მონიტორინგი და მათი შესრულების შეფასება; ** ფინანსური მოდელების, პროგნოზებისა და სცენარების (Scenario Analysis) მომზადება; ** ინვესტიციებისა და ახალი პროექტების ფინანსური შეფასება; ** ხელმძღვანელობისთვის რეგულარული და ad hoc ფინანსური რეპორტების მომზადება; ** ბიზნესპროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება; ** სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა ფინანსური ეფექტიანობის გასაზრდელად; ** გადაწყვეტილებების მიღებისთვის ფინანსური დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით; ** ფინანსურ ანალიტიკაში მუშაობის მინიმუმ 3-5-წლიანი გამოცდილება; ** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Pivot, Power Query, ფინანსური მოდელირება); ** Power BI-ის ან სხვა BI პლატფორმების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტირების კარგი ცოდნა; ** ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ბიზნესპროცესების ხედვა და სტრატეგიული აზროვნება; ** ინგლისური ენის ცოდნა. თქვენი შესაძლებლობები ჩვენთან: ** ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; ** თანამედროვე სამუშაო გარემო; ** სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში უშუალო მონაწილეობა; ** საინტერესო და დინამიკური პროექტები; ** მოწინავე საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; ** კორპორატიული დაზღვევა. წარმატებული კანდიდატი თუ სიამოვნებას განიჭებთ მონაცემების ანალიზი, ბიზნესში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, ფინანსური რისკების შეფასება და გსურთ, თქვენი ანალიტიკა რეალურ ბიზნესგადაწყვეტილებებზე ახდენდეს გავლენას, ეს პოზიცია თქვენთვისაა. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] და წერილის თემის გრაფაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური ანალიტიკოსი". ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია, დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ ამავე ელფოსტის მისამართზე.