ფინანსური ანალიტიკოსი
Job description
" ამერიკული საერთაშორისო სკოლების ქსელი - პროგრესი " გუნდში იწვევს მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ფინანსურ ანალიტიკოსს . ჩვენ ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ხედვას, ხელს შეუწყობს სკოლის ფინანსური პროცესების ეფექტურ მართვას და გახდება ჩვენი ორმხრივ პარტნიორობაზე ორიენტირებული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://americanacademyprogress.edu.ge/ სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას N39 ** სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი (კვირაში 40 საათი) ძირითადი პასუხისმგებლობები: ** კომპანიის პროექტების ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზი, პროექტების ხარჯთაღრიცხვებისა და მოგება-ზარალის ანგარიშების მომზადება. ** ბიუჯეტირების, ფინანსური დაგეგმვისა და პროგნოზირების პროცესში ჩართულობა. ** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მართვის პროექტის შემუშავება. ** საბუღალტრო ანგარიშების ყოველთვიური კონტროლი და თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა. ** უშუალო ხელმძღვანელისთვის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების შედგენა. ** დეტალური ფინანსური მოდელების შექმნა და განახლება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება. ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა. ** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. ** ანალიტიკური აზროვნება და დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი. პრიორიტეტად ჩაითვლება (სასურველი მოთხოვნები) ** CFA-ს I დონის სერტიფიკატი. ** ACCA-ს პირველი 3 მოდულის (F1, F2, F3) წარმატებით ჩაბარება. რას გთავაზობთ ჩვენ: ** პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. ** გუნდს, რომელიც ეფუძნება ორმხრივ მხარდაჭერასა და საერთო სტანდარტების გაზიარებას. დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] კონკურსანტთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებია: 2026 წლის 30 აგვისტო . გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.