TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფინანსური კონსულტანტი

ფინანსური კონსულტანტი

care-caucasus Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Aug 15, 2026

Job description

ააიპ "ქეა კავკასია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური კონსულტანტის პოზიციაზე პროექტი: "ღირსება და საარსებო წყარო უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოში" აქტივობა: ფინანსურ საკითხებში კონსულტაციის გაწევა უკრაინის მოქალაქეებისთვის სამუშაო აღწერილობა ზოგადი ინფორმაცია პროექტი "ღირსება და საარსებო წყარო უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოში"- ინიციატივა დაფინანსებულია Nachbar in Not/NIN - ის მიერ და ხორციელდება ქეა კავკასიასთან თანამშრომლობით პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს უკრაინის მოქალაქეებს პირველადი ჰუმანიტარული დამხმარების მიღება, საქართველოში უკრაინელი ლტოლვილებისთვის არსებულ სერვისებზე და პროგრამაზე წვდომა. ინფორმაციის მიწოდება საქართველოში ბიზნესის დაწყების, ფინანსურ სერვისების, საბანკო რეგულაციებისა და ფინანსური სერვისების შესახებ. .დამატებით ბენეფიციარებს ესაჭიროებათ ბუღალტრული კონსულტაციები, რათა შეძლონ ბიზნესის რეგისტრაცია, მართვა, დეკლარირება და ბიზნესთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებზე კონსულტაციის მიღება ან საქმის წარმოება. ამ მიზნით გვესაჭიროება ფინანსური საკითხების კონსულტანტი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული მომსახურების მოწოდებას, 01.09.2026 - 29.01.2027 პერიოდში ტექნიკური დავალების მიზანი წინამდებარე ტექნიკურ დავალებაში აღწერილია შესასრულებელი სამუშაოს დეტალები. დავალების ძირითად მიზანს წარმოადგენს ჰუმანიტარული დახმარებისა და ბიზნეს საგრანტო კომპონენტის ეფექტური განხორციელების მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს: ** საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობას, რაც ითვალისწინებს ფინანსურ კონსულტაციას ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, ბენეფიციარების საჭიროებების შესწავლიდან გამომდინარე თემებზე. ** დახმარების გაწევას ბიზნესის რეგისტრაციაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ფინანსური დოკუმენტის შევსება, ** ბენეფიციარების მხარდაჭერა საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით. ** უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერა სახელმწიფო სერვისების მიღებასთან დაკავშირებით, მათ შორის ყველა საგადასახადო საკითხების დაფარვა. ** უკრაინის მოქალაქეების კონსულტაცია და გადამისამართება შესაბამის სერვისებში, ვისაც ესაჭიროება სხვა ტიპის საკონსულტაციო დახმარება და უშუალო კავშირში არაა პროგრამასთან. ** საკონსულტაციო სესიებში, სემინარებსა და შეხვედრებში მონაწილეობა უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში. ** მომსახურების შესრულების ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 150 - 200 სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, რომელიც მოიცავს მინიმუმ 50-80 უნიკალური ბენეფიციარის მომსახურებას. ** ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა. ვადები, ლოგისტიკა და გადახდის პირობები ტექნიკური დავალების შესრულება უნდა მოხდეს 2026 წლის 1 სექტემბერი - 2027 წლის 29 იანვრის პერიოდში. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ტექნიკური წინადადება, შესაბამისი ყოველთვიური ფინანსური ანაზღაურებით, რომელიც მოიცავს ყველა გადასახადს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს. კვალიფიკაცია და წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ** უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში; ** რუსული ენის ცოდნა, როგორც სასაუბრო ისე წერით დონეზე; ** დოკუმენტების შედგენა ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენაზე; ** სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი; ** პროფესიული ბიოგრაფია (CV). ** სასურველია უკრაინელი ან სხვა ლტოლვილებთან მუშაობის გამოცდილება დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა უნდა გამოგზავნონ წარმოსადგენი დოკუმენტაცია ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . მეილის სათაურის ველში მიუთითეთ: "ფინანსური საკითხების კონსულტანტი". განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 აგვისტო.