ფინანსური მენეჯერი
Job description
"იტონგ კავკასუს"-ი არის ენერგოეფექტური ავტოკლავური აირბლოკის მწარმოებელი კომპანია."იტონგ კავკასუსს" მოპოვებული აქვს ავტოკლავური აირბეტონის წარმოებისა და რეალიზების ექსკლუზიური უფლება გერმანული ბრენდის Ytong-ის სახელით. https://ytong.ge/ პოზიცია: ფინანსური მენეჯერი ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი / პროფესიული განათლება; ** საჭიროა ინგლისური ენის ცოდნა; ** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** ფინანსურ ან საბუღალტრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; ** ფინანსური დოკუმენტაციისა და პირველადი საბუღალტრო აღრიცხვის ცოდნა; ** ERP სისტემებთან, სასურველია Odoo-სთან მუშაობის გამოცდილება. ფუნქციები: ** კომპანიის ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და მართვა Odoo სისტემაში; ** შესყიდვისა და გაყიდვის ინვოისების შექმნა, დამუშავება და კონტროლი; ** მომწოდებლებისა და მომხმარებლების ანგარიშების მართვა; ** გადახდების, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა; ** საბანკო ოპერაციების ასახვა და შეჯერება; ** ფინანსური დოკუმენტაციის ორგანიზება და არქივირება; ** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა; ** ფინანსური მონაცემების სიზუსტის კონტროლი და შეცდომების დროული გამოსწორება; ** თანამშრომლობა ბუღალტერიასთან, შესყიდვების და სხვა დეპარტამენტებთან; ** Odoo-ს ფინანსური მოდულის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო დრო: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5 დღე. შაბათ-კვირა დასვენება ** მდებარეობა: თბილისი, ნიკოლოზ ყიფშიძის N15 ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით თქვენს CV-ს, 2026 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, ელფოსტაზე [email protected] .