ფინანსური მენეჯერი
Job description
კომპანია: შ.პ.ს. " CPAY " აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. "CPAY" არის ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელსაც გააჩნია საკუთარი ელექტრონული საფულე, არის Visa-ს ასოცირებული წევრი და უშვებს წინასწარი გადახდის ბარათებს. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ყოველდღიური ფინანსური და საბუღალტრო ოპერაციების დაგეგმვა, ორგანიზება და აღრიცხვა; ** გადახდების მომზადება, განხორციელება და კონტროლი ** საბანკო ანგარიშების მართვა, გადარიცხვების განხორციელება, ამონაწერების ყოველდღიური კონტროლი და ანგარიშების შეჯერება; ** კომპანიის ფულადი ნაკადების (Cash Flow) მონიტორინგი და ლიკვიდობის კონტროლი; ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, კონტროლი და პერიოდული შეჯერება; ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, შემოწმება, სისტემატიზაცია და არქივაცია; ** ფინანსური და საბუღალტრო მონაცემების ასახვა შესაბამის პროგრამებში (Oris, 1C ან სხვა); ** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასა და დახურვის პროცესში მონაწილეობა; ** საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, ქონების და სხვა) მომზადებაში მონაწილეობა და ვადების კონტროლი; ** ბიუჯეტის დაგეგმვის, ფინანსური ანალიზისა და ხარჯების კონტროლის პროცესში მონაწილეობა; ** Excel-ში ანალიტიკური ანგარიშების, ფინანსური მოდელებისა და მენეჯერული რეპორტების მომზადება; ** ფინანსური დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასა და კომპანიის შიდა რეგულაციებთან; ** საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობის, აუდიტორებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის; ** პარტნიორ ბანკებთან, Visa-სთან, საგადახდო სისტემებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ფინანსური ოპერაციების მხარდაჭერა; ** კომპანიის ფინანსური ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით (ან ბოლო კურსის სტუდენტი); ** 1C-ის ან Oris-ის ცოდნა; ** MS Excel-ის კარგი ცოდნა; ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; ** სიზუსტე, პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი. ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად სამუშაო გრაფიკი - 10:00-18:00 ლოკაცია - თბილისი, პეკინის ქუჩა 33ა საკონტაქტო ელფოსტა: [email protected]