TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფინანსური რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი

ფინანსური რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი

არქი Georgia ქართული
Posted Jul 18, 2026 13h ago apply by Jul 31, 2026

Job description

კომპანია "არქი" , წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. "არქი"-ში ვეძებთ ფინანსური რეპორტინგის უმცროს სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ** IFRS-ის მოთხოვნების შესაბამისად წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა; ** ფინანსური აუდიტის პროცესის მხარდაჭერა, დოკუმენტაციისა და სამუშაო ცხრილების მომზადება, გარე აუდიტორებთან კომუნიკაცია; ** მენეჯმენტისთვის ფინანსური ანალიზისა და პერიოდული რეპორტების მომზადება, გადახრების ანალიზი და KPI-ების მონიტორინგი; ** ყოველთვიური მენეჯერული რეპორტების მომზადება; ** საბუღალტრო მონაცემების სისწორისა და IFRS-თან შესაბამისობის კონტროლი; ** აღრიცხვის პროცესების გაუმჯობესებასა და ავტომატიზაციაში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ** IFRS-ის საფუძვლების ცოდნა; ** სასურველია ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.