ფიზიკის მასწავლებელი
Job description
შპს არასახელმწიფო საერო სკოლა " ალბიონი " აცხადებს კონკურსს ფიზიკის მასწავლებლის თანამდებობაზე. მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ** უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ** უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** უნდა იყოს სტატუსიანი; ** უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებლის სტატუსით. კონკურსის ეტაპები: ** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; ** გასაუბრება; ** კონკურსის შედეგების განსაზღვრა. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ** დიპლომის ასლი; ** ავტობიოგრაფია; ** CV; ** პირადობის მოწმობის ასლი; ** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ** ფოტოსურათი 3/4; ** განცხადება. სავარაუდო ხელფასი - 1500-1600 საათების რაოდენობა - 20 კლასები - IX, X, XI მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩა #64 სკოლის მეილი: [email protected] ტელ.: 2 78 96 11