TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფიზიკის მასწავლებელი / VII - XII კლასები

ფიზიკის მასწავლებელი / VII - XII კლასები

ენ-ჯი სკოლა თბილისი ქართული
Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

ენ-ჯი სკოლა აცხადებს ვაკანსიას ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე (VII - XII კლასები) სამუშაოს აღწერა და პირობები: სამუშაო დატვირთვა: კვირაში 9 საათი; მუშაობის დაწყების თარიღი: 2026 წლის 7 სექტემბერი; ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის შესაბამისად (სკოლაში ანაზღაურება გაიცემა 12 თვეზე, შესაბამისად, თანამშრომელი სარგებლობს ანაზღაურებადი შვებულებით). ძირითადი მოთხოვნები და საკვალიფიკაციო კრიტერიუმები: ვაკანტურ საათებზე მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და შემდეგ კრიტერიუმს: უმაღლესი განათლება — ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ფიზიკის ან მათემატიკის სწავლების უფლების მითითებით). შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მქონე კადრი, განიხილება მასწავლებლობის მაძიებლის ან მოწვეული მასწავლებლის კანდიდატურაც. აუცილებელი გამოცდილება და უნარები: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა; საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების მოძიებისა და სასწავლო პროცესში ინტეგრირების უნარი. პიროვნული თვისებები: თავაზიანი და კომუნიკაბელური; ენერგიული და მოტივირებული; ორგანიზებული და პუნქტუალური; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეული; გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი. წასადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია: რეზიუმე (CV); შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი. გთხოვთ, დოკუმენტები გამოაგზავნოთ სკოლის ელექტრონულ მისამართზე: [email protected] (სათაურის ველში [Subject] აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ფიზიკის მასწავლებელი). გთხოვთ გაითვალისწინოთ: დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო (გასაუბრების) ეტაპზე.