TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფლებოტომისტი

ფლებოტომისტი

მედ-დიაგნოსტიკა Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

კლინიკა "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ სერვისს და მაღალი გარჩევადობის დიაგნოსტიკურ აპარატურას, იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო კვლევების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და შედეგების სანდოობას. კლინიკა "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ფლებოტომისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ზუგდიდის ფილიალი სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით ფუნქცია-მოვალეობები: ** პაციენტისთვის, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, ვენიდან სისხლის აღება; ** აღებული მასალის დამუშავება; ** საჭიროებისამებრ, სხვა ბიოლოგიური მასალის აღება და დამუშავება; ** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** კომუნიკაბელური; შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეს გადარჩევა ** ინდივიდუალური გასაუბრება ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი. გაცნობებთ, რომ "შპს ინთერნეიშენალ მედიკალ კლინიკ" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.