პოლისების ადმინისტრირების მენეჯერი
Job description
" საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი " აცხადებს ვაკანსიას პოლისების ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2017 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს დაზღვევის მიმართულებით. დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: https://igg.ge/ ძირითადი მოვალეობები: ** სხვადასხვა სახეობის პოლისების რეგისტრაცია სადაზღვევო პროგრამაში ; ** საჭიროების შემთხვევაში სრულყოფილი პოლისების პროგრამულად დამოწმება; ** კომპანიაში არსებული წესის შესაბამისად პოლისების დაარქივება; ** დასაარქივებელი პოლისების თანდართული დოკუმენტაციის პაკეტის სისრულეზე კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში პოლისების გაუქმებების უზრუნველყოფა და გაუქმების პროცესის კონტროლი; ** დაარქივებული პოლისების მოძიება, ასლის გადაღება და კომპანიის სხვადასხვა სამსახურისათვის მიწოდება; ** გაყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება, პოლისირება და მონაცემთა ბაზაში ასახვა; ** დაზღვეულთა სიებში ცვლილებებზე მუშაობა, მონაცემთა ბაზაში ასახვა და კონტროლი; ** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ, მიწოდებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შესაბამისი წესით დაარქივება; ** დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობები; ** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება; განათლება და გამოცდილება: ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** MS Office პროგრამების ცოდნა აუცილებელი უნარები: ** ეფექტური კომუნიკაცია (ზეპირი და წერითი) ** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა ** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი გამოცდილების შესაბამისად დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: [email protected] . გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.