TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / POS ტერმინალების ტექნიკოსი

POS ტერმინალების ტექნიკოსი

ბს/2 ჯორჯია თბილისი ქართული
Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

შპს "ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე- საბანკო მოწყობილობების მიმართულებით - POS ტერმინალების ტექნიკოსი (EFPOS). "ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვურ ჰოლდინგის "PenkiKontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოში წამყვან ბანკებთან და სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის. ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე: https://bs2.lt/ge/career/ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 (1სთ. შესვენება) ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1250 დან -2000 ლარამდე (დამატებით შესრულებაზე მიბმული საბონუსე სისტემის გათვალისწინებით) პოზიციის ძირითადი ფუნქციებია: POS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია; მოწყობილობის პროგრამული და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა: ტექნიკური და სისტემური პრობლემის დიაგნოსტიკა, სისტემის გადატვირთვა, საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლება; კლიენტების კონსულტაცია POS სისტემების ფუნქციონალისა და გამოყენების შესახებ; პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობა და დაბალძრავიანი ავტომობილის ფლობა. სასურველია განათლება ტექნიკური IT ან მომიჯნავე მიმართულებით. ჩვენ გთავაზობთ: კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების შესაძლებლობას; საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას; საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში, იჯარის ანაზღურებას და ავტომობილის დაზღვევას სრული დაფინანსებით; საწვავისა და პარკირების ხარჯების ანაზღაურებას; მობილურ ტელეფონს ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით; ჯანმრთელობის დაზღვევას სრული დაფინანსებით Fitpass-ს 50%-იანი თანადაფინანსებით. გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/tDPkJokd