Post-Sale მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი
Job description
"iSupport | Apple Authorised Service Provider " აცხადებს Post-Sale მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერის ვაკანსიას, თუ ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და გაქვს გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურებაში, ეს პოზიცია შენთვისაა! დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო გრაფიკი: სრული მდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: 1615 GEL (Gross) + საბონუსე სისტემა (3 თვის შემდეგ) ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლებთან ეფექტური, თავაზიანი და გამართული კომუნიკაცია ** მომხმარებელთა პროფესიონალური კონსულტაცია კომპანიის სტანდარტების შესაბამისად ** სერვისში შემოსული პროდუქციის მიღება და შემდგომი მიმდინარე პროცესების მონიტორინგი ** მიღება-ჩაბარების აქტებისა და ტექნიკური დასკვნების მომზადება/გაცემა ** სერვისების, აქსესუარებისა და სათადარიგო ნაწილების გაყიდვა ** საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ჩატებსა და ქოლცენტრის არხებში აქტიური მუშაობა ** კომპანიის შიდა პროგრამებში მონაცემების კორექტული და დროული ასახვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (B2/C1 დონე — როგორც წერითი, ისე ზეპირი კომუნიკაცია); ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (დახვეწილი, გამართული მეტყველება და ორთოგრაფიულად გამართული წერა); ** სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების ან გაყიდვების სფეროში (ჩაითვლება უპირატესობად); ** ეფექტური კომუნიკაციის, არგუმენტირებული მსჯელობისა და ვერბალური პრეზენტაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/3BWvGYee შენი კარიერა იწყება აქ!