TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პოსტექნიკოსი საკუთარი მოპედით

პოსტექნიკოსი საკუთარი მოპედით

ჯორჯიან ქარდი Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 06, 2026

Job description

საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია ჯორჯიან ქარდი აცხადებს ვაკანსიას POS ტექნიკოსის პოზიციაზე (საკუთარი სკუტერით/მოპედით). სამუშაო ლოკაცია: თბილისი თუ გაქვთ საკუთარი სკუტერი/მოპედი, ხართ აქტიური, პასუხისმგებლიანი და მოტივირებული, შემოუერთდით ჩვენს გუნდს და მიიღეთ შესაძლებლობა თვეში 2, 500-3, 000 ლარი გამოიმუშაოთ (ფიქსირებული საბაზისო ანაზღაურება + შესრულებული დავალებების მიხედვით დამატებითი ანაზღაურება). სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი — ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულფასოვან სწავლებასა და პრაქტიკულ სწავლებას, რათა სწრაფად აითვისოთ სამუშაო პროცესი. ძირითადი მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტებზე POS ტერმინალის მიტანა, ჩართვა და მომხმარებლისთვის მისი გამოყენების ძირითადი წესების გაცნობა; ** POS ტერმინალთან დაკავშირებული მარტივი ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა (ელემენტის შეცვლა, ქვითრის ქაღალდის შევსება და სხვა); ** სავაჭრო ობიექტებიდან POS ტერმინალის წამოღება. ** მოთხოვნები ** საკუთარი, ტექნიკურად გამართული სკუტერი ან მოპედი; ** შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა; ** მომხმარებელთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; ** აქტიურობა და მოტივაცია; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა. სამუშაო პირობები: მომსახურების ხელშეკრულება; სამუშაო გრაფიკი - კვირაში არაუმეტეს 40 საათისა; მეგობრული, პროფესიონალური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] (გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: მოპედიანი ტექნიკოსი) ან დაგვიკავშირდით 577717737.