TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფოტოწიგნების აკინძვისა და ფინიშინგის ოპერატორი

ფოტოწიგნების აკინძვისა და ფინიშინგის ოპერატორი

QARTA Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 06, 2026

Job description

" QARTA " (შპს "Flying Elephant") აცხადებს ვაკანსიას ფოტოწიგნების აკინძვისა და ფინიშინგის ოპერატორის პოზიციაზე. http://qarta.ge/ მდებარეობა: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ.37 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი "QARTA" არის პრემიუმ ფოტოწიგნებისა და ფოტობეჭდვის სტუდია. ყველა წიგნი მზადდება ჩვენს საკუთარ საწარმოო სივრცეში, ევროპული მასალებითა და პროფესიონალური ევროპული დანადგარებით. ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფოტოწიგნის ფიზიკურ დამზადებაზე - დაბეჭდილი ფურცლიდან მზა პროდუქტამდე. ძირითადი მოვალეობები: ** გვერდების დაბეჭდვა ** ბლოკის აკინძვა perfect binding ტექნოლოგიით ** მყარი ყდის დამზადება ** ყდის მასალების ლამინაცია ** ფურცლების ჭრა გილიოტინაზე ** მზა პროდუქტის ხარისხის კონტროლი ** პროდუქტის შეფუთვა და გასაგზავნად მომზადება. ** სამუშაო ადგილის მოწესრიგება და მასალების აღრიცხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამოცდილება პოლიგრაფიაში, აკინძვაში ან მაღალი ხარისხის ხელობაში (ავეჯი, ტყავი, სამკერვალო, საათები, ნებისმიერი ზუსტი ხელობა) ჩაითვლება უპირატესობად ** განვიხილავთ გამოცდილების გარეშე კანდიდატებსაც. სრულ ტრენინგს ადგილზე ვუზრუნველვყოფთ ხელის სიზუსტე და დეტალებზე ორიენტაცია ** პასუხისმგებლობა და სტაბილურობა, ვეძებთ ადამიანს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის პიროვნული თვისებები: ** პერფექციონიზმი, მაღალი პასუხისმგებლობა, სტაბილურობა ** ორგანიზებულობა და პროცესის თანმიმდევრობის დაცვა ** სწავლის სურვილი ჩვენ გთავაზობთ: ** ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში შეადგენს 900-1200 ლარს (დამოკიდებულია გამოცდილებაზე). მისი დასრულების შემდეგ 1500 ლარს, კვალიფიკაციის შესაბამისად ზრდის შესაძლებლობით. ასევე, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ დაემატება ბონუსი. ** სრული ტრენინგი დანადგარებზე, უნიკალური პროფესიის დაუფლება რეგიონში. ** მცირე, მეგობრული გუნდი ბიუროკრატიის გარეშე. ** მზარდი კომპანია ევროპის საერთაშორისო გასვლის გეგმით. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV მისამართზე: [email protected] , სათაურში მიუთითეთ "აკინძვის ოპერატორი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.