TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Support / Pre-Sales Engineer

Pre-Sales Engineer

Syntax Georgia ქართული
Posted Jul 28, 2026 1h ago apply by Aug 28, 2026

Job description

IT კომპანია " სინტაქსი " ( https://www.syntax.ge ) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას Pre-Sales ინჟინრის პოზიციაზე. ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც IT პროექტებისა და გაყიდვების გუნდებთან ერთად ჩაერთვება კლიენტების საჭიროებების ანალიზში, ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და გაყიდვების პროცესის მხარდაჭერაში. პოზიცია აერთიანებს როგორც ტექნიკურ, ისე კომერციულ კომპონენტებს და მოითხოვს ეფექტურ თანამშრომლობას კლიენტებთან, პარტნიორებთან და შიდა გუნდებთან. სამუშაო პირობები: ** ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145 ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 დამატებითი სარგებელი: ** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ) ** შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კლიენტის მოთხოვნების ანალიზი ** Discovery შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება; ** ბიზნესისა და ტექნიკური მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და დოკუმენტირება; ** Use Case-ების იდენტიფიცირება და პროექტის Scope-ის განსაზღვრა; ** კლიენტის ბიზნეს და ტექნიკური საჭიროებების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. ტექნიკური გადაწყვეტის შემუშავება ** კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად ტექნიკური არქიტექტურისა და გადაწყვეტილების შემუშავება; ** საჭირო პროდუქტების, ტექნოლოგიებისა და ინტეგრაციების განსაზღვრა; ** ლიცენზიების, მომხმარებლების, სერვერების, აგენტებისა და სხვა საჭირო რესურსების რაოდენობის განსაზღვრა; ** პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალის (BoM-Bill of Materials) მომზადება. გაყიდვების პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა ** გაყიდვების გუნდთან აქტიური თანამშრომლობა პროდუქტის გაყიდვის ციკლის ყველა ეტაპზე; ** კლიენტებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა და მათგან შემოსული საკითხების დამუშავება; ** ტექნიკური პრეზენტაციების, პროდუქტის დემო სესიებისა და Proof of Concept (PoC)-ების დაგეგმვა და ჩატარება; ** ტექნიკური გადაწყვეტილების ბიზნეს ღირებულებისა და უპირატესობების ეფექტური წარმოჩენა; ** კომერციული შეთავაზებებისა და RFP/RFQ დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა. პარტნიორებთან და შიდა გუნდებთან თანამშრომლობა ** ტექნოლოგიურ პარტნიორებთან/მომწოდებლებთან კომუნიკაცია; ** კომერციული შეთავაზების მოსამზადებლად გაყიდვების გუნდისთვის ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება; ** პროექტის Scope-ის საბოლოო შეთანხმება; ** პროექტის რისკების შეფასება; ** პროექტის იმპლემენტაციის ეტაპამდე მიყვანა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: IT სფეროში მუშაობის მინ. 3-წლიანი გამოცდილება. პრიორიტეტული მიმართულებებია: ** IT Support Specialist (L1/L2); ** Junior System Administrator; ** NOC Engineer; ** Service Desk Engineer; ** Network Support Engineer; ** Technical Account Manager; ** Junior Cybersecurity Engineer. ტექნიკური კომპეტენცია: ** IT ინფრასტრუქტურის ძირითადი კომპონენტების (სერვერები, ქსელები, ოპერაციული სისტემები, ვირტუალიზაცია, Storage) ცოდნა; ** სისტემური და ქსელური არქიტექტურის ძირითადი პრინციპების ცოდნა; ** ბიზნესისა და ტექნიკური მოთხოვნების ანალიზისა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტის შემუშავების უნარი; ** სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტისა და ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების გააზრება; ** BoM-ის მომზადებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნის უნარი; ** ტექნიკური პრეზენტაციებისა და დემოების ჩატარების გამოცდილება. პიროვნული კომპეტენცია: ** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** ტექნიკური საკითხების გასაგებად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი სხვადასხვა აუდიტორიისთვის; ** კლიენტის ბიზნეს საჭიროებების გააზრებისა და შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტის შეთავაზების უნარი; ** პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებული და პროაქტიული მიდგომა. ენების ცოდნა: ინგლისური - B2 დონე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მეილზე [email protected] , ვაკანსიის სახელწოდების მითითებით. დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!