TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პრისეილერი

პრისეილერი

Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე ბათუმსა და თბილისში. ძირითადი მოვალეობები: ** შეკვეთების მიღება და ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირება; ** არსებული კლიენტების მომსახურება და ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება; ** პროდუქციის ასორტიმენტის შეთავაზება, გაყიდვების ზრდასა და შეკვეთების მოცულობის გაზრდაზე მუშაობა; ** აქციებისა და ახალი პროდუქტების პრეზენტაცია; ** თაროებზე პროდუქციის განლაგებისა და მარაგების კონტროლი; ** კომპანიის სტანდარტების დაცვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების ან დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია); ჩვენ გთავაზობთ: ** ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების ბონუსი; ** საწვავისა და სამსახურებრივი ხარჯების ანაზღაურებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** სტაბილურ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ.მისამართზე [email protected] და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. ფოტოსურათისა და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.