პრისელერი/სავაჭრო აგენტი საკუთარი ავტომობილით
Job description
კომპანია "იზი ბითუბი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის (სავაჭრო აგენტის) პოზიციაზე, საკუთარი ავტომობილით. პირობები: ** სამუშაო ადგილი - თბილისი ** სამუშაო საათები - 8:30-18:00 ** სამუშაო დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ** ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი აუცილებელი მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა. ძირითადი მოვალეობები: ** არსებული ქსელის მართვა; ** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა; ** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით; ** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა; ** პოკეტში მუშაობა. პიროვნული უნარები და თვისებები: ** მოლაპარაკებების წარმოების, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** მიზანდასახულობა; ** მოწესრიგებულობა; ** პრეზენტაბელურობა; ** პასუხისმგებლიანობა; ** შრომისმოყვარეობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე [email protected] . ელექტრონული წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია "იზი ბითუბი"-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. გისურვებთ წარმატებას!