TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პრისელერი/სავაჭრო წარმომადგენელი

პრისელერი/სავაჭრო წარმომადგენელი

vg Georgia ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 31, 2026

Job description

სადისტრიბუციო კომპანია "VG" 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო და საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერის/სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში. განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00 აუცილებელი მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 6 თვე ** უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა ** მართვის მოწმობა (B კატეგორია) ** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ქონა ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა; ** კომპანიის არსებული სავაჭრო ქსელი მართვა; ** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება; ** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა; ** შეკვეთის გაფორმება; ** კომპანიის ყოველთვიური/წლიური გეგმის შესრულება. პიროვნული უნარები და თვისებები: ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** მიზანდასახულობა; ** მოწესრიგებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected] . ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს (პრისელერი თბილისი). წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. მადლობა დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას !!!