პროდუქტის მენეჯერი
Job description
"Setanta Bet" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის თანამდებობაზე. ლოკაცია: თბილისი (სასტუმრო "სტამბა" კოსტავა #14) სამუშაო საათები: სტანდარტული სამუშაო საათები (11:00-19:00) ფუნქცია-მოვალეობები: ** სპორტსბუქისა და ვებსაიტის პროდუქტის სტრატეგიისა და როუდმეფის განსაზღვრა და მართვა. ** პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის მართვა, იდეიდან დანერგვამდე და შემდგომი განვითარება. ** ბიზნეს მოთხოვნების ტექნიკურ დავალებებად გარდაქმნა, User Story-ების მომზადება და პროდუქტის ბექლოგის მართვა. ** ფუნქციონალების პრიორიტეტიზაცია ბიზნეს მიზნებისა და მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად. ** ახალი ფუნქციების დაგეგმვა, დანერგვა და არსებული ფუნქციონალისა და UX/UI-ის მუდმივი გაუმჯობესება დიზაინისა და დეველოპმენტის გუნდებთან თანამშრომლობით. ** პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფა, რელიზების მონიტორინგისა და გამოვლენილი პრობლემების დროული მართვის გზით. ** სპორტსბუქისა და ვებსაიტის მუშაობის, წარმადობის, სტაბილურობისა და მომხმარებლის გამოცდილების უწყვეტი მონიტორინგი და ოპტიმიზაცია. ** პროვაიდერებთან და შიდა გუნდებთან (Development, Marketing, CRM, Compliance და სხვა) ეფექტური თანამშრომლობა და სამუშაო პროცესების კოორდინაცია. ** KPI-ების, მომხმარებლის ქცევისა და უკუკავშირის ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება პროდუქტის გაუმჯობესებისთვის. კომპეტენციები და უნარები: ** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება Product Manager-ის, Product Owner-ის ან მსგავს პოზიციაზე; ** სპორტსბუქის, iGaming-ის ან ონლაინ კაზინოს პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება; ** ვებპროდუქტებისა და ციფრული პროდუქტების განვითარების ციკლის (Product Lifecycle) ცოდნა; ** Agile/Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** ბიზნეს მოთხოვნების ტექნიკურ მოთხოვნებად გარდაქმნისა და User Story-ების მომზადების გამოცდილება; ** Backlog-ის მართვისა და ფუნქციონალების პრიორიტეტიზაციის გამოცდილება; ** მონაცემების ანალიზისა და KPI-ების მონიტორინგის გამოცდილება; ** UX/UI პრინციპების საბაზისო ცოდნა; ** სხვადასხვა ფუნქციურ გუნდთან (Development, Design, Marketing, CRM, Compliance და სხვა) ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი; ** პრობლემების ანალიზისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (ზეპირი და წერითი); ** Jira-ს, Confluence-ისა და Microsoft Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: [email protected]