პროექტ მენეჯერი
Job description
შპს "პატიო-არტი " აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი დავალებების ფორმირება; ** პროექტების სრული ციკლის მართვა - ბიუჯეტირება, დაგეგმვა, ჩაბარების ვადების განსაზღვრა, სამუშაო პროცესის კონტროლი, პროექტის წარმატებით ჩაბარება. ძირითადი მოთხოვნები: ** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით (სასურველია სარეკლამო სფეროში) ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ms. Office; სასურველია Corel ის ცოდნა); ** დროის ეფექტური მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი; ** მრავალპროფილურ პროექტებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; ** გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის მაღალი უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!