TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პროექტების ადმინისტრაციული მენეჯერი

პროექტების ადმინისტრაციული მენეჯერი

wei-yap-architects Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 04, 2026

Job description

" Wei Yap Architects " არის დიზაინზე ორიენტირებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია თბილისში. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის პროექტებზე: საცხოვრებელი, მრავალფუნქციური და ურბანული მიმართულებით, როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენი გუნდი აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორებს, ურბანისტებსა და დიზაინერებს. "Wei Yap Architects"-ში ვეძებთ პროექტების ადმინისტრაციული მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ძირითადი მოვალეობები: ** არქიტექტურის სამსახურის უფროსის დავალებით შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და შექვედრების ოქმების წარმოება; ** შეხვედრაზე შეთანხმებული და შესაბამის ოქმში ასახული საკითხების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლი; ** მოთხოვნის შესაბამისად, სხვადასხვა ჭრილში, არქიტექტურის სამსახურთან დაკავშირებული ანგარიშგებების მომზადება; ** ხელშეკრულებების და სხვა ადმინისტრაციული/სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება; ** დოკუმენტების შენახვის, მართვის და დაარქივების პროცედურის შექმნა და პროცესის მართვა; ** საპროექტო დოკუმენტაციის შეგროვება, ფაილინგი და დაარქივება; ** არქიტექურულ პროექტებში შეტანილი ცვლილებების ასახვა/ფაილინგი; ** არქიტექტურული პროექტების მსვლელობის/შესრულების/დასრულების ვადების კონტროლი; ** სხვა დეპარტამენტების მოთხოვნების/საჭიროების (სეილები, სერვისები, ქოლი, პროექტები და სხვ.) მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; ** მომიჯნავე დისციპლინის მომსახურების მომწოდებლებთან კომუნიკაცია - დოკუმენტაციის გამოთხოვა/ინფორმაციის მიწოდება, ვადების კონტროლი, მომსახურების მიღების/გადამისამართების მონიტორინგი; ** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** ადმინისტრაციული და საოფისე პროცესების მართვის გამოცდილება; ** დოკუმენტბრუნვისა და არქივირების სისტემების ცოდნა; ** MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) კარგი ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა; თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.