TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პროექტების მენეჯერი

პროექტების მენეჯერი

Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

სამშენებლო კომპანია " გრიდ ქონსთრაქშენი " აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროექტის ზედამხედველობა; ** პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვაში ჩართულობა და მისი განხორციელების უზრუნველყოფა; ** პროექტის ხარისხის უზრუნველყოფის მონიტორინგი; ** პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვაში მონაწილეობა და შესრულების უზრუნველყოფა; ** სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი; ** ფორმა 2-ების წარმოება; ** გეგმების, ნახაზებისა და მოცულობების გადამოწმება; ** შესყიდვების მოთხოვნის მომზადება კომპანიის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; ** სამუშაოებისა და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება; ** ხელოსნებთან, მომწოდებლებთან და ქვეკონტრაქტორებთან კომუნიკაცია; ** პროექტის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება; ** პროექტის ძირითადი რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, რეაგირება და მართვა; ** ხელმძღვანელობასთან მუდმივი კომუნიკაცია და პროექტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიული ინფორმირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** AutoCAD-ის საბაზისო დონეზე ცოდნა; ** სამშენებლო ნახაზების (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) წაკითხვის უნარი; ** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავს მიმართულებით. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დროის მართვის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected] . მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.