პროექტირების ინჟინერი
Job description
სამშენებლო კომპანია " ალკომი" , რომელიც სპეციალიზდება ალუმინის კარ-ფანჯრებისა და შემინვის სისტემების დამზადებასა და მონტაჟში, აფართოებს გუნდს და აცხადებს ვაკანსიას პროექტირების ინჟინრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაშლიჯვარი, პ. სარაჯიშვილის ქუჩა #13 დასაქმება: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. რა იქნება თქვენი ძირითადი პასუხისმგებლობები? ** საინჟინრო პროექტების საფუძველზე კონსტრუქციული ნახაზების მომზადება LOGICAL (ORGADATA) პროგრამაში; ** აუცილებელია AutoCAD-ის და/ან ArchiCAD-ის პროგრამებში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. ** არქიტექტურული და ტექნიკური ნახაზების ანალიზი, დამუშავება და ინტერპრეტაცია; ** კარ-ფანჯრისა და საფასადე სისტემების ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება; ** პროექტის შემადგენელი ელემენტების იდენტიფიცირება; ** ხარჯთაღრიცხვებისა და პროექტის კალკულაციების მომზადება; ** საწარმოო და სამონტაჟო ნახაზების დამუშავება; ** მასალების სპეციფიკაციებისა და რაოდენობების განსაზღვრა; ** კონსტრუქციული ნახაზების პროგრამული დამუშავება; ** დავალებების მართვა CRM სისტემაში. რას ველოდებით კანდიდატისგან? ** უმაღლეს განათლებას არქიტექტურის, ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით; ** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** Excel-ის კარგ ცოდნას; ** AutoCAD-ის და/ან ArchiCAD-ის პრაქტიკულ ცოდნას; ** LOGICAL (ORGADATA) პროგრამას ადგილზე შეისწავლით; ** ანალიტიკურ და ლოგიკურ აზროვნებას; ** ორგანიზებულობას, დეტალებზე ორიენტირებულობასა და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას; ** გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარს. კომპანიაში გათვალისწინებულია სტაბილური და მეგობრული გარემო, სამომავლოდ კარიერული განვითარების შესაძლებლობა. CV გამოგზავნეთ: [email protected] , [email protected] ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "ინჟინერი". მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!