TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პროექტის ინჟინერი

პროექტის ინჟინერი

ჯიარჯი Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

კომპანია "ჯიარჯი" 2013 წლიდან დღემდე წარმოადგენს საგზაო-სამშენებლო სფეროში წამყვან კომპანიას საქართველოში. ძირითადი საქმიანობის სფეროა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და თანმხლები პროდუქციის წარმოება. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა. თანამდებობა: პროექტის ინჟინერი სამუშაო ადგილი: აღმოსავლეთ საქართველო სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი საინჟინრო განათლება, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** მართვის უნარი; ** გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** პრობლემების გადაჭრის უნარები; ** გადაწყვეტილების მიღების უნარები; ** სამშენებლო წესების და რეგულაციების შესაბამისი ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მათემატიკური უნარები; ** მოტივირებული წინსვლაზე და განვითარებაზე; ** დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი. ძირითადი მოვალეობები: ** ნახაზების, სპეციფიკაციების და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი; ** საპროექტო დოკუმენტაციის რევიზია; ** საპროექტო დოკუმენტაციაში საინჟინრო-ტექნიკური ცვლილებების ანალიზი და ინიცირება; ** სამშენებლო-სარემონტო სამუშოების ხარჯთაღრიცხვის შედგენაში მონაწილეობა; ** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შედგენა; ** შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი-ზედამხედველობა; ** სამშენებლო სამუშაოების პრობლემების/ღია საკითხების ანალიზი და მართვა; ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია: კომპანიის დირექტორი პასუხისმგებელია ** წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებით შესრულებაზე; ** არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური ქმედებებით კომპანიისთვის მატერიალური და არამატერიალური ზარალის მიყენებაზე; ** ხელმძღვანელობისთვის არასწორი (მცდარი) ინფორმაციის წარდგენაზე; ** კომპანიის შინაგანაწესის, დებულებებისა და ბრძანებების შეუსრულებლობაზე; ** კომპანიის ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირებზე გადაცემაზე; ** შრომის დისციპლინის დაცვაზე; ** კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 7 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "პროექტის ინჟინერი". ტელ: 577757540. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.