პროექტის კოორდინატორი
Job description
საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას: თანამდებობა: პროექტის კოორდინატორი პროგრამა/პროექტი: სამხრეთ საქართველოს პროგრამა დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: კვირაში 20 საათი ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით; ადგილმდებარეობა: ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ვალე პროექტის შინაარსი: დღის ცენტრში 50 ბავშვი მიიღებს დახმარებას სასკოლო და დამატებით საგნებში; ბავშვები ესწრებიან დრამის, მათემატიკა-ჭადრაკის, და მუსიკის გაკვეთილებს, სწავლობენ ინგლისურ და ქართულ ენებს; ბავშვები აწყობენ სპექტაკლებს და კონცერტებს მოხალისეებთან და პედაგოგებთან ერთად, დადიან ექსკურსიებსა და ლაშქრობებში, ატარებენ დროს საზაფხულო ბანაკებში. სამუშაო მიზანი: პროექტის კოორდინატორი პასუხისმგებელია დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს პროექტის მართვასა და კოორდინაციაში, რათა უზრუნველყოს დროული და ეფექტური მუშაობა. სამუშაო ვალდებულებები: ** დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს პროექტის დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგში და შეფასებაში; ** უზრუნველყოს პროექტის განხორციელება საპროექტო წინადადებისა და პროექტის ფინანსური ბიუჯეტის მიხედვით; ** პროგრამის მენეჯერს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით; ** მონაწილეობა მიიღოს ახალი პროექტების დაგეგმვა/შემუშავებაში; ** მოვალეა დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა; ** უზრუნველყოს ბავშვის ჩარიცხვას საგანმანათლებლო პროექტში. ** ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებას (კონცერტები, ინტელექტუალური/სპორტული ღონისძიებები, თეატრი, ექსკურსია); ** კონტროლი გაუწიოს მოსწავლეთა დასწრების ჟურნალის წარმოებას ** ვალდებულია მშობელს მიაწოდოს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი შვილის შესახებ; ** მონაწილეობა მიიღოს თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში ** მოვალეა იყოს პროგრამის მმართველი ჯგუფის აქტიური წევრი ** მონაწილეობა მიიღოს პროგრამის მენეჯმენტის ჯგუფის ყოველთვიურ საკოორდინაციო შეხვედრებში; ** ორგანიზებას უწევს პროექტის თანამშრომელთა კოორდინირებულ მუშაობას; ** პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება; ** პასუხისმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე ** უზრუნველყოს პროექტის განხორციელება გენდერული ბალანსის და მონაწილეობრივი გზის გათვალისწინებით ** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;. ** მოვალეა იყოს კარიტასის ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება, გამოცდილება, უნარები აუცილებელია: ** განათლება: პედაგოგის/მენეჯერის კვალიფიკაცია; ** გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი; ** Microsoft Office პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ** ვერბალური და წერილობითი მითითებების გაგების უნარი ** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება; ** დროის ეფექტური მართვა; ** უსაფრთხოების პროცედურების ცოდნა. პიროვნული მახასიათებლები: აუცილებელია: ** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა ** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური ** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი ** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა ** მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას, კეთილგანწყობა, თბილი მიპყრობა ნებისმიერ ბენეფიციართან; ** პუნქტუალური, საიმედო და სანდო; განაცხადის შეტანა: სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: [email protected] და გთხოვთ დანიშნულებაში (წერილის თემაში) მიუთითოთ: "პროექტის კოორდინატორი - ვალე". საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ. განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 31.07.2026 განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 10.08.2026 ადგილმდებარეობა: სამცხე-ჯავახეთი-ახალციხე-ვალე. ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge ; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/ ; https://www.facebook.com/caritas.social.care