პროექტის კოორდინატორი
Job description
კომპანია " Baumer - ბაუმერი " ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს: ** საინჟინრო სისტემების პროექტირება. ** საინჟინრო სისტემებისთვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი. ** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება. დღეისათვის "ბაუმერს" არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. "ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00/09:00-18:00 ** ლოკაცია: მ. მაჭავარიანის 65 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: პროექტების ადმინისტრირება და მონიტორინგი: ** ტექნიკური მენეჯერის მხარდაჭერა პროექტების დაგეგმვაში, სამუშაო გრაფიკების შედგენასა და რესურსების გადანაწილებაში. ** პროექტების მიმდინარეობის, ვადებისა და დავალებების ადმინისტრაციული მონიტორინგი შიდა საკომუნიკაციო/სამენეჯმენტო პლატფორმებზე. შიდა და გარე კოორდინაცია: ** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა — ახალი პროექტების ინიცირებისას ტექნიკური დეტალების დაზუსტება, კომერციულ წინადადებებსა თუ ტენდერებზე მუშაობის მხარდაჭერა. ** შიდა გუნდებს (არქიტექტორები, ინჟინრები) და გარე მხარეებს (დამკვეთი, კონსულტანტები, აუთსორს-პარტნიორები) შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა. ** სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის (Agenda) მომზადება და შეხვედრის ოქმების (Minutes of Meeting) წარმოება. დოკუმენტაციისა და ფაილების მართვა: ** საპროექტო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, განახლება, არქივაცია და ვერსიების კონტროლი (Version Control). ** პროექტში ცვლილებების აღრიცხვა და ტექნიკური მენეჯერის მეთვალყურეობით მათი შეთანხმება დამკვეთთან. ** პროექტის დახურვის (Close-out) დოკუმენტაციაზე მუშაობა. ** საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა (ხელშეკრულებები, ინვოისები). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე; ** Microsoft Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel და Word); ** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ/სამუშაო დონეზე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.