TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პროექტის მენეჯერი

პროექტის მენეჯერი

Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Aug 31, 2026

Job description

" m² " უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით. გადადი ბმულზე და გაიგე მეტი კომპანია m²-ზე: https://m2.ge/ ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m²-ის გუნდს! კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** მაღალსართულიანი, მრავალბინიანი, საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტების სრული პროცესის ზედამხედველობა; ** საპროექტო ნახაზების რევიზიასა და დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება; ** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა, ჩატარებული ტენდერის დეტალური ტექნიკური/ფინანსური ანალიზი და რისკების შეფასება; ** სამშენებლო სტანდარტებისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების კონტროლი; ** სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია; ** პროექტის შესრულებისათვის საჭირო წარმოდგენილი ვადების ანალიზი, კორექტირება და დადასტურება; ** პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება, განახლება და იმპლემენტირება; ** არსებული პროექტის ფარგლებში წარმოშობილი საკითხების ანალიზი და სათანადო რეაგირება; ** შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი; ** კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების და პროექტში სხვა ჩართული კომპანიების კოორდინაცია; ** შეთანხმებული ბიუჯეტის მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა; ** პროექტის სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის დადგენილ ვადებში უზრუნველყოფა და მართვა; ** საერთო ხარჯთაღრიცხვიდან შემსრულებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ყოველთვიური ფორმა 2-ის შემოწმება, ანალიზი და დადასტურება; ** პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეპორტის მომზადება; ** პროექტის პროცესების ზედამხედველობა (შესრულების ხარისხი, მასალის შესაბამისობა, პროექტთან თანხვედრა და სხვადასხვა სახის აქტების მომზადება); ** პროექტის უსაფრთხოების ნორმების დაცვის და გარემოს დაცვითი ღონისძიებების კონტროლი; ** სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია; ** ინოვაციური სისტემების დანერგვის მენეჯმენტი; აუცილებელი ცოდნა და უნარები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით; ** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** AutoCad, ArchiCad - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** MS Office (ასევე MS project) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** დროის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** მოქნილობა ცვლილებების მიმართ; თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 31 აგვისტომდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტის მენეჯერი". ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ. რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.