პროექტის მენეჯერი
Job description
" ბენე კომფორტი " უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის. "ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია გეგმავს ახალი პროექტის განვითარებას გუდაურის რეგიონში და ეძებს მოტივირებულ პროექტის მენეჯერს, რომელიც ჩაერთვება პროცესებში სამუშაოს დაწყებიდანვე — ნულოვანი ეტაპიდან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ერთვები რეგიონული პროექტის ფორმირებაში, დაგეგმვასა და წარმართვაში პირველივე დღიდან. ფუნქცია-მოვალეობები: ** პოტენციურ მომხმარებლებთან/კლიენტებთან კომუნიკაცია და ურთიერთობის დამყარება; ** სამუშაო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და ყოველდღიური კონტროლი; ** პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და ვადების დაცვის უზრუნველყოფა; ** გუნდთან და პარტნიორებთან კოორდინაცია პროექტის მიზნების მისაღწევად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულო); ** Booking.com, Ostrovok, Airbnb ან სხვა მსგავს პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება — მნიშვნელოვანია; ** პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სასტუმროში ოპერაციულ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** კომუნიკაციური და პრობლემის გადაჭრის უნარები ჩვენ გთავაზობთ: ** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი შედეგზე დაფუძნებული; ** საცხოვრებლით უზრუნველყოფა; ** შესაძლებლობა, ჩაერთო ახალი რეგიონული პროექტის განვითარებაში დასაწყისიდანვე; ** პროფესიული ზრდისა და გუნდის ფორმირებაში მონაწილეობის შესაძლებლობა სამუშაო ლოკაცია — გუდაური დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected], გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერი ბაკურიანში". კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.