TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პრომოუტერი

პრომოუტერი

ჰიპერმარკეტი Domino თბილისი ქართული
Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში. ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია; კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის; მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა; საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება; დახლებზე და თაროებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება; დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება; ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება; პუნქტუალურობა; დისციპლინირებულობა; კომუნიკაბელურობა; გუნდური მუშაობის უნარი; პირობები: სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა; - 40 საათიანი სამუშაო კვირა; ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ჯამში 1100 - 1400 ლარი სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო). FitPass; კვება; უფასო ტრანსპორტირება; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გამოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/NhI8jGVd