TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფრონტ ოფისის აგენტი

ფრონტ ოფისის აგენტი

le-meridien-batumi-hotel Georgia ქართული
Posted Jul 17, 2026 1 day ago apply by Aug 17, 2026

Job description

სასტუმრო "ლე მერიდიენ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის აგენტის პოზიციაზე. პოზიციის მიმოხილვა: ფრონტ ოფისის აგენტი არის სასტუმროს სახე და პირველი საკონტაქტო პირი სტუმრებისთვის. პოზიცია მოითხოვს მაღალი დონის მომსახურებას, სტუმრებთან ეფექტურ კომუნიკაციას და საოპერაციო პროცესების მართვას. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გაცილება; ** ჯავშნების მართვა და სისტემაში ასახვა; ** სატელეფონო ზარებისა და ელფოსტის დამუშავება; ** სტუმრების მოთხოვნებისა და საჩივრების დროული მოგვარება; ** ანგარიშსწორების პროცესის მართვა; ** სტუმრებისთვის სასტუმროს სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** ფრონტ ოფისის ყოველდღიური დოკუმენტაციის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სავალდებულო); ** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა; ** კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია. რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected]