პროფესორ ჯენარო ქრისტესაშვილის ასისტენტი/უმცროსი ექიმი
Job description
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი" - პროფესორ ჯენარო ქრისტესაშვილის ასისტენტი რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი" დაარსდა 2007 წელს და მოკლე პერიოდში უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. შეიძლება ითქვას, რომ ცენტრი არის უნიკალური სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელია ყველა სახის რეპროდუქციული დარღვევების პროფილაქტიკა, ადრეული, ზუსტი დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობა ქალებში, მამაკაცებში, ბავშვებსა და მოზარდებში. ცენტრი აცხადებს მიღებას რმც "უნივერსის" დირექტორის მოადგილის სამეცნიერო-სასწავლო დარგში პროფესორ ჯენარო ქრისტესაშვილის ასისტენტ/უმცროსი ექიმის ვაკანსიაზე რეპროდუქტოლოგიაში. სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანის ქ. 13 / ჯავახიშვილის 6 ადგილების რაოდენობა: 1 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელი: ** სამედიცინო განათლება (უმაღლესი ან საშუალო); ** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS office, Internet, Social Media); ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (medium level); ** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; სასურველი: ** არაკონფლიქტურობა; ** მობილურობა; ** გუნდური მუშაობის მზაობა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV საკონტაქტო დეტალებით და ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 30 აგვისტომდე . ტელ: 593306294 საუკეთესო კანდიდატებმა დამატებით უნდა გაიარონ გასაუბრება.