ფსიქოლოგი
Job description
" მწვანე სკოლა " - ტყის კამპუსი აცხადებს ვაკანსიას: ფსიქოლოგი ბაღსა და პრესქულში თუ გიყვართ ბავშვებთან ერთად დროის გატარება და თამაში, გსურთ დააკვირდეთ მათ საჭიროებებს სკოლის გარემოში და მხარი დაუჭიროთ პატარების ჯანსაღ სოციალურ, ემოციურ და კოგნიტიურ განვითარებას, შეგიძლიათ, შემოუერთდეთ მწვანე სკოლის გუნდს. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** კლასებში მუშაობა ემოციური, ქცევითი და სასწავლო საჭიროებების დასადგენად. ** თანამშრომლობა მასწავლებლებთან და პერსონალთან მხარდამჭერი სასწავლო გარემოს შესაქმნელად. ** კონსულტაციები იმ ბავშვებთან, რომლებიც დგანან სოციალური, ემოციური ან ქცევითი გამოწვევების წინაშე. ** მშობლებთან პერიოდული კონსულტაციები და სტრატეგიების დაგეგმვა სახლის გარემოში მათი შვილის განვითარების ხელშესაწყობად კვალიფიკაცია: ** ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად.) ** გამოცდილება ქცევის თერაპიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად. ** სკოლაში ან სხვა საგანმანათლებლო გარემოში ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** ბავშვის განვითარებისა და ადრეული განათლების საკითხების სიღრმისეული ცოდნა. ** მასწავლებლებთან და ოჯახებთან თანამშრომლობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: [email protected]