ფსიქოლოგი
Job description
სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მმართველობა აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე. დაქვემდებარება: უშუალო ხელმძღვანელი, სკოლის მეთაური ფუნქცია-მოვალეობები: ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები: ფსიქოლოგი თავის საქმიანობას ახორციელებს სკოლის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ლიცეუმის შინაგანაწესის შესაბამისად, და საქმიანობას წარმართავს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ** ფსიქო-პროფილაქტიკური; ** განმავითარებელი და ფსიქო-კორექციული; ** საკონსულტაციო; ** საგანმანათლებლო. 2. უზრუნველყოფს კადეტებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, სამხედრო სამსახურისადმი სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების მისწრაფების გაღვივებას; 3. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს დისციპლინური კომიტეტის სხდომებში, მშობელთა კრებებზე გამოთქვამს მოსაზრებებს კომპეტენციის ფარგლებში; 4. მასწავლებლებთან კოორდინაციით, კადეტებზე დაკვირვების მიზნით ესწრება გაკვეთილებს, კლასგარეშე და გასვლით ღონისძიებებს; 5. შეისწავლის და აწარმოებს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში აღმოცენებულ პრობლემათა ანალიზს; 6. შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისათვის. ატარებს ლექციებს, საუბრებს, მასწავლებელთა, მშობელთა და კადეტთა ფსიქოლოგიური კულტურის ასამაღლებლად; 7. შეისწავლის სკოლის კონფლიქტების ფსიქოლოგიურ მიზეზებს და თანამშრომლობს სკოლის მეთაურის მოადგილესთან, კაპელანთან და იურისტთან; 8. ადგენს სემესტრისა და წლის სამუშაო გეგმას, დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის მეთაურის მოადგილეს; 9. ჩატარებული სამუშაოების შესახებ სემესტრის ბოლოს წერილობით ანგარიშს აბარებს სკოლის მეთაურის მოადგილეს. დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები: უზრუნველყოფს კადეტთა სამხედრო სკოლის მეთაურის - ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას. თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: ხარისხი- (სავალდებულო): ბაკალავრის ხარისხი: ** ფსიქოლოგის პროფესიული სტატუსი და ლიცენზია ** სასურველია დამატებითი კვალიფიკაცია სამხედრო ან საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის სფეროში ხარისხი (სასურველი): მაგისტრის ხარისხი: ** ფსიქოლოგის პროფესიული სტატუსი და ლიცენზია ** სასურველია დამატებითი კვალიფიკაცია სამხედრო ან საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის სფეროში გამოცდილება: ** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება ** საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება (ფსიქოლოგი, მასწავლებელი, ექიმი) ცოდნა: ** ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის ცოდნა ** ჯგუფური თერაპიისა და კონსულტაციის უნარები ** ტრავმული სტრესის მართვის ცოდნა ** კრიზისული ინტერვენციის ტექნიკები ** საქართველოს კონსტიტუცია; ** ბავშვის უფლებათა კოდექსი, ბავშვის უფლებათა კონვენცია; ** კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კომპეტენციები: ხედვა/სტრატეგიული აზროვნება უნარები: ** პრიორიტეტებისა და ამოცანების დასახვა გრძელვადიან პერსპექტივაში; ** ანალიტიკურად აზროვნების უნარი; ** ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი ** ინოვაციების დანერგვის უნარი ** დაგეგმვა და ორგანიზება ** დროის მართვის უნარი ** პრიორიტეტების სწორედ დასახვის უნარი ** რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე ** პარალელურად მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი ** ხარისხზე ორიენტაცია ** გუნდური მუშაობის უნარი ** პრობლემების გადაჭრა და სიღრმისეული ანალიზი ** პრობლემის განსაზღვრის, ანალიზისა და დროულად გადაწყვეტის უნარი ** ალტერნატიულ გეგმებზე მუშაობის უნარი. ** კომუნიკაცია ** კომუნიკაბელურობა ** მოზარდებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** კონფლიქტების მედიაციისა და გადაწყვეტის უნარები ** მშობლებთან და ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის უნარი ** გამართულად წერის უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა) სხვა უნარები: ** უცხო ენის ცოდნა ** სასურველია უცხო ენის ცოდნა ** კომპიუტერული პროგრამები ** - Microsoft Office Suite (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ** ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD) ხელფასი 2122 ლარი [email protected]