TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფსიქოლოგი

ფსიქოლოგი

სკოლა ალბიონი Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 27, 2026

Job description

სკოლა "ალბიონში" გვესაჭიროება ფსიქოლოგი . სკოლის ფსიქოლოგის სამუშაო აღწერილობა: ** სკოლის ფსიქოლოგი წარმოადგენს უმაღლესი ფსიქოლოგიური განათლების პირს, რომლის კვალიფიკაციაც შესაძლებლობას იძლევა დაეხმაროს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, ადმინისტრაციას, სასკოლო სივრცეში წამოჭრილი მოსწავლის - შემეცნებითი, პიროვნული ემოციური, ქცევითი, სოციალური და სხვა პრობლემების და საჭიროებების გათვალისწინებასა და მოგვარებაში ** საჭიროების შემთხვევაში ახდენს პრობლემის დროულ და ადეკვატურ რეფერირებას. ** ჩატარებული სამუშაოს შესახებ წარუდგენს ანგარიშს სკოლის დირექტორს წელიწადში ორჯერ. სკოლის ფსიქოლოგის მუშაობის მიმართულებები: ** სასკოლო გარემოში არსებული ფსიქო სოციალური პრობლემების იდენტიფიკაცია, შეფასება და ანალიზი; ** ფსიქოლოგიური კონსულტაცია; ** მოსწავლეებთან საკორექციო და განმავითარებელი საქმიანობა; ** სკოლასა და კლასთან მოსწავლის სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა; ** პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული სამუშაოს დაგეგმვა და წარმოება; ** ფსიქო პედაგოგიური საგანმანათლებლო საქმიანობა (სემინარები, ტრენინგები, დისკუსიები და შეხვედრები); ** ცხოვრების ჯანსაღ წესზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვა. ** მედიცია და კონფლიქტების მართვა - სკოლის ფსიქოლოგი მომართვის საფუძველზე თანამშრომლობს კონფლიქტის მხარეებთან და ასრულებს მედიატორის როლს, კონფლიქტის დარეგულირებაში. ** მოსწავლის ანტისოციალური ქცევის პრევენცია და მართვა; ** ბულინგისა და ძალადობის სხვა ფორმების პრევენცია ** სკოლაში ინკლუზიური პრინციპების დანერგვაში მასწავლებლების დახმარება ** პირადი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა ** ცალკეული მოსწავლის ან კლასების სასაუბრო წრეები და სამუშაო ჯგუფები (მაგ. კონფლიქტებთან კონსტრუქციული მიდგომა, კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავება) ** მშობელთა შეკრებები აქტუალურ თემებზე და სასაუბრო წრეები (მაგ. მედიააღზრდა, კონფლიქტებთან გამკლავება, დამოუკიდებლობის განვითარება, მოზარდთა ასაკობრივი თავისებურებები, დახმარება სწავლაში და სხვა). სკოლის ფსიქოლოგის მუშაობის ფორმები: ** ინდივიდუალური მუშაობა - სკოლის ფსიქოლოგი საჭიროებიდან გამომდინარე გეგმავს და ინდივიდუალურად ხვდება მოსწავლეებს, სკოლის თანამშრომლებს, მშობლებს შემდეგი მიზნებისთვის: ტესტირება- (სამიზნე ჯგუფი ან მოსწავლე); კონსულტაცია - (სამიზნე ჯგუფი, მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი); კორექციული მუშაობა - (სამიზნე ჯგუფი, მოსწავლე) ** ჯგუფური მუშაობა - სკოლის ფსიქოლოგი საჭიროებიდან გამომდინარე აწყობს ჯგუფურ შეხვედრებს და ტრენინგებს მოსწავლეებთან, კლასთან, მშობლებთან. ** მედიცია და კონფლიქტების მართვა - სკოლის ფსიქოლოგი მომართვის საფუძველზე თანამშრომლობს კონფლიქტის მხარეებთან და ასრულებს კონფლიქტის დარეგულირებაში მედიატორის როლს. ანაზღაურება: 1000-1100 ლარი თქვენი CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected] მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქ. N 64 ტელ: 2 78 96 11