TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფსიქოლოგი

ფსიქოლოგი

Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე. კვალიფიკაცია და მოთხოვნები: ** უმაღლესი ფსიქოლოგიური განათლება; ** ბავშვებთან ან/და ზრდასრულებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** ინკლუზიური განათლების პრინციპების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; ** ასაკობრივი განვითარების თავისებურებების ცოდნა; ** კონფლიქტების მართვის სტრატეგიების ფლობა; ** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება; ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ფუნქცია-მოვალეობები: ** სასკოლო გარემოში მოსწავლეთა ჰარმონიული ადაპტაციისა და ემოციური სტაბილურობის ხელშეწყობა, კლასის დამრიგებლებთან/ტუტორთან თანამშრომლობით; ** მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური და სოციალური უნარების განვითარების მხარდაჭერა; ** მოსწავლეთა პოზიტიური/სამიზნე ქცევის ფორმირება და მართვა; ** მომავალ პირველკლასელთან სასკოლო მზაობის შეფასება და საჭიროებების იდენტიფიცირება; ** მოსწავლეთა ტრანზიციის ხელშეწყობა; ** ქცევის სირთულეების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა და შესაბამისი მხარდაჭერის სტრატეგიების დაგეგმვა; ** მასწავლებელთა კონსულტირება და მხარდაჭერა, მათ შორის სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში; ** ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მხარდაჭერა; ** თემატური შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება სკოლის შესაბამის პერსონალთან. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის წარმოდგენით თქვენ ეთანხმებით, რომ დაწესებულება შერჩევის პროცესში დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.