TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფუდ პრეპი / ბარისტა

ფუდ პრეპი / ბარისტა

Fabrika Hostel თბილისი ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 01, 2026

Job description

,,Hostel Fabrika • ფაბრიკა ’’ აცხადებს ვაკანსიას ფუდ პრეპი & ბარისტა ს პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის N8 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე 2 დასვენების დღე. 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 1 საათი შესვენება. ძირითადი მოვალეობები: ააწყოს და მოამზადოს შეკვეთები (ბეიგელები, დიფები და სხვა პროდუქტები) ხარისხისა და ჰიგიენის ნორმების დაცვით; მიიღოს სტუმრების შეკვეთები და უზრუნველყოს მათი დროული, ზუსტი და ეფექტური შესრულება; უზრუნველყოს სტუმრებთან კეთილგანწყობილი, პროფესიული და მომსახურებაზე ორიენტირებული კომუნიკაცია; განახორციელოს გადახდების მიღება და სწორად აწარმოოს სალაროს ოპერაციები; საჭირო უნარები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; გუნდური მუშაობის უნარი; მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე; კონკურენტულ ანაზღაურებას; ჯანმრთელობის დაზღვევას; კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას; ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას; მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, „სს ნინო“-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.