TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ყასაბი/მეხორცე

ყასაბი/მეხორცე

ibis-tbilisi-city Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Aug 15, 2026

Job description

ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას Butcher-ის (მეხორცე) პოზიციაზე. ჩვენი სამზარეულოს გუნდი ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ხორცპროდუქტების სწორად მიღებას, დამუშავებასა და მომზადებას სასტუმროს მაღალი სტანდარტების შესაბამისად. ძირითადი მოვალეობები: ** მიღებული ნედლეულის ხარისხის შემოწმება და შესაბამისობის კონტროლი; ** ხორცის მიღება, დამუშავება, დაჭრა და საჭირო ფორმით პორციებად გადანაწილება; ** ნედლეულის სწორად შენახვის პირობების კონტროლი; ** დამუშავების პროცესში კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტებისა და ტექნოლოგიური პროცედურების დაცვა; ** HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა; ** სამუშაო პროცესის პარალელურად შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა; ** სამზარეულოს გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა. მოთხოვნები: ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ხორცის დამუშავების ტექნიკისა და სხვადასხვა ჭრის მეთოდების ცოდნა; ** სასურველია სარესტორნო ან/და საცალო სავაჭრო ქსელში მუშაობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა. რას გთავაზობთ ჩვენ: ** ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** უფასო კვებას სამუშაო საათებში; ** პროფესიულ ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს; ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi city, ვ. წითლანაძის ქუჩა N1 ** სამუშაო განრიგი: სამუშაო გრაფიკი: 5/2ზე 9 საათიანი ცვლები დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოხსენებულ ელფოსტაზე. წარმატებებს გისურვებთ!