რადიო ქსელის გეგმიური სამონტაჟო სამუშაოების განყოფ. ინჟინერი
Job description
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://skytel.ge/ შპს " სქაიტელი " აცხადებს ვაკანსიას რადიო ქსელის გეგმიური სამონტაჟო სამუშაოების განყოფილების ინჟინრის პოზიციაზე. დასაქმების ადგილი - თბილისი დაქვემდებარება - რადიო ქსელის გეგმიური სამონტაჟო სამუშაოების განყოფილების ხელმძღვანელი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-18:00 სთ (1 სთ შესვენება), შაბათი: 10:00-15:00 ანაზღაურება - 1500-2000 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად) დამატებით სარგებელი: ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** FitPass (კორპ. პირობებით) ** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით) ** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება ფუნქცია-მოვალეობები: ** რადიო-სარელეო ხაზის მონტაჟი/დემონტაჟი/ინტეგრაცია; ** საბაზო სადგურის სექტორის მონტაჟი/დემონტაჟი/ინტეგრაცია (ანტენა+აპარატურა); ** საბაზო სადგურზე დამიწების სისტემის მოწყობა; ** გარე გამოყენების ყუთის მონტაჟი/დემონტაჟი/შეცვლა; ** კვების სისტემის მონტაჟი/დემონტაჟი/შეცვლა; ** ელექტრო ენერგიის ალტერნატიული წყაროების (მზის პანელი+ქარის გენერატორი) მონტაჟი/დემონტაჟი/შეცვლა; ** საბაზო სადგურების შემოწმება/ინვენტარიზაცია, შემოწმებისას ადვილად აღმოფხვრადი ხარვეზების გამოსწორება; ** ქსელში აღმოჩენილი პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** სადგურებზე ვიზიტისას მათი დასურათება და მათი ატვირთვა ბაზაში; ** გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება; ** რეგიონალური ჯგუფების დახმარება მასშტაბური სამუშაოების შესრულებისას; ** სამსახურეობრივ ელ.ფოსტაზე მიღებული წერილების ანალიზი და მათზე დროული რეაგირება; ** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველი უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის მიმართულებით; ** იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია გამოცდილება ქსელის მომსახურების კუთხით; ** რადიო - სარელეო სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა; ** აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა; ** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; უნარები/შესაძლებლობები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ანალიზის უნარი; ** გუნდური მუშაობა; პიროვნული მახასიათებლები: ** ინიციატივიანი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებული. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რადიო ქსელის გეგმიური სამუშაოების განყოფილების ინჟინერი" დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან. გისურვებთ წარმატებებს!