რადიოლოგიის სარეზიდენტო პროგრამა
Job description
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამაზე რადიოლოგიაში საკონკურსო პირობები: სარეზიდენტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით „სამკურნალო საქმე“ და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი (შემდგომში - „მაძიებელი“). მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი; ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; რეზიუმე (CV). კონკურსის ეტაპები: ინგლისური ენის ტესტი(B2 დონე), ქეისის განხილვა და ტესტირება სპეციალიზაციის მიხედვით, კონკურსის კომისიასთან გასაუბრება. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://kirurgia.selfrecruit.ge/s/Hd4LJ