TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / რადიოლოგიის ტექნიკოსი

რადიოლოგიის ტექნიკოსი

Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 21, 2026

Job description

"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. "საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს! "საქართველოს კლინიკები" აცხადებს რადიოლოგიის ტექნიკოსის ვაკანსიას. სამუშოს ადგილმდებარეობა: გორი , ცხინვალის გზატკეცილი N14ა; სამუშაო გრაფიკი: 16 საათიანი მორიგეობა ყოველ მესამე დღეს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** რენტგენოგრაფიის, CT ან შესაბამისი ტექნოლოგიების საშუალებით ხარისხიანი გამოსახულებების მიღება; ** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ინფორმირება პროცედურის მიზნის, ეტაპებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ; ** სპეციალური საჭიროებების მქონე პაციენტებისთვის დახმარების გაწევა (ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები); ** პაციენტის კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთელ პროცესში; ** ALARA პრინციპის დაცვა: რადიაციული ექსპოზიციის მინიმუმამდე შემცირება; ** რადიაციული დამცავი ხელთარსებული საშუალებების გამოყენება ; ** დოზიმეტრის გამოყენება და ინდივიდუალური დოზების კონტროლი; ** რადიაციული უსაფრთხოების რეგულაციების, ინსტრუქციებისა და პროტოკოლების შესრულება; ** დიაგნოსტიკური მოწყობილობების (X-ray, CT, ფლუოროსკოპია) წინასამუშაო და შემდგომი შემოწმება; ** ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამსახურისთვის დროული ინფორმირება; ** მოწყობილობების სისუფთავისა და სტერილობის სტანდარტების დაცვა; ** პაციენტის კვლევის მონაცემების სწორად აღრიცხვა შესაბამის სისტემაში; ** უსაფრთხოების, ხარისხისა და ტექნიკური ჩანაწერების წარმოება; ** რადიოლოგებთან, ექიმებთან, მედპერსონალთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაცია; ** კვლევითი და ოპერატიული პროცესების ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება ვაკანსიის მოთხოვნები: ** მედდის ან მასთან გათანაბრებული სამედიცინო განათლება ; ** სერტიფიკატი/გადამზადება რადიოლოგიური ტექნოლოგის მიმართულებით; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება რენტგენის ან CT აპარატურასთან; ** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 21 აგვისტო, 2026 დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება " რადიოლოგიის ტექნიკოსი - გორში ". "საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. 1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში; 2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი. 3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი). 4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში. 5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.