TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / რადიოლოგის ასისტენტი

რადიოლოგის ასისტენტი

consilium-medulla Georgia ქართული
Posted Jul 30, 2026 4 days ago apply by Aug 31, 2026

Job description

" კონსილიუმ მედულა " 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა" აცხადებს ვაკანსიას რადიოლოგის ასისტენტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N6გ სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ფუნქციები: ** ულტრაბგერის კაბინეტში ჩაწერილი პაციენტების შემოწმება და რიგის მართვა; ** პაციენტისთვის გამოკვლევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დეტალების გაცნობა; ** კვლევის პასუხის პროგრამულად ასახვა და დაარქივება; ** კაბინეტის ინვენტარიზაცია და შევსება საჭირო მასალით; ** ექიმის ასისტირება და დასკვნის დაბეჭდვა; ** სკრინინგის პროგრამის შევსება, ბაინდერის მოწესრიგება; ** ბიოფსიაზე დახმარება (ექთნის ფუნქციის შესრულება), მასალის ჩაბარება ლაბორატორიაში (დამატებითი ანაზღაურებით). მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) ** სასურველია რადიოლოგიის მიმართულების რეზიდენტობა აუცილებელი უნარები: ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ** ინგლისური ენის ცოდნა ** ორგანიზებულობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ჩვენთან დაგხვდებათ: ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ** ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2026 წლის 31 აგვისტომდე . გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "რადიოლოგის ასისტენტი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. "კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.