TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / რანერი

რანერი

იაკობის ეზო Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Aug 15, 2026

Job description

რესტორანი "იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას რანერის (მიმტანის დამხმარე) პოზიციაზე. ფუნქცია მოვალეობები: ** მაგიდების გასერვირება/ალაგება, ** კერძების/ჭურჭლის გამოტანა დარბაზში და პირიქით სამრეცხაომდე გატანა, ** სუფთა ჭურჭლის დახარისხება გერიდონებში ** საჭირო ცოდნა / უნარ ჩვევები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); ** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებას. სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 12 ანაზღაურება 900 ლარი გრაფიკი 5/2 დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599137727 გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება. თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება რესტორანი "იაკობის ეზო" გაცნობებთ, რომ რესტორანი "იაკობის ეზოს "-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.